სომხეთის პრორუსულმა ოპოზიციურმა ალიანსმა "ძლიერი სომხეთი," რომლის ლიდერიც ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანია," 12 ივნისს საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების თხოვნით მიმართა, რომელშიც პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. 

პარტიის წევრმა არამ ვარდავენიანმა ერევანში რეპორტიორებს განუცხადა, რომ "ძლიერი სომხეთის" მიერ პეტიციის შეტანას წინ უძღოდა ოპოზიციის განცხადებები, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. 

ცნობისთვის, 7 ივნისს გამართულ არჩევნებში ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტმა" ხმათა 49.8%-ით გაიმარჯვა, ხოლო "ძლიერი სომხეთი" მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 23.2%-ით. წინასწარი საბოლოო მონაცემებით, ხმების 9.95%-ით მესამე ადგილზე გავიდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი "სომხეთი," ხოლო პროკრემლისტურმა პარტიამ "აყვავებული სომხეთი" 4%-იანი საარჩევნო ბარიერი, როგორც ჩანს, ვერ გადალახა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს 14 ივნისს გამოაქვეყნებს.