სომხეთის პოლიციამ ანტიკორუფციული სასამართლოს ეზოში პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის, სამველ კარაპეტიანის 17 მხარდამჭერი დააკავა.
ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
როგორც მედია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, ისინი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის (პოლიციის თანამშრომლის კანონიერი ბრძანების შეუსრულებლობა) დარღვევისთვის დააკავეს.
17 აპრილს ანტიკორუფციულმა სასამართლომ პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის, ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის სასამართლო პროცესი განაახლა.
ეზოში შეკრებილ სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ პირები დააკავა.










