სომხეთის  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ დანიელ დანიელიანი ამბობს, რომ 2022 წელს 10 სომხურმა ფილმმა 28 საერთაშორისო ჯილდო მიიღო.

 

სომხური ფილმების მონაწილეობა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე 2022 წელს 74 პროცენტით გაიზარდა. წელს 10 სომხურმა ფილმმა 28 საერთაშორისო ჯილდო მიიღო, - განაცხადა ორშაბათს გამართულ დასკვნით პრესკონფერენციაზე დანიელ დანიელიანმა.

სომხურ კინოში ცვლილებები მოხდა. კინემატოგრაფიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა გასაგებს ხდის მას უცხოელი კოლეგებისთვის, „სომხეთი ხდება საიმედო ქვეყანა კინოწარმოების სფეროში“, -  აღნიშნა დანიელიანმა.

მისი თქმით, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რის შედეგადაც შესაძლოა Netflix-ზე ერთობლივი წარმოების სომხური ფილმი გამოჩნდეს.  .