
სომხეთი რუსეთს რკინიგზით აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდება

1610382736
ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააკეთა
მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და სომხეთის პრეზიდენტ ნიკოლ პაშინიანის შეხვედრის დასრულების შემდეგ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთი რკინიგზით რუსეთს აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდება.
ოდნავ მოგვიანებით აზერბაიჯანის პრესაში მოსკოვში სამი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ მიღებული განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც სომხეთის რკინიგზის მიერ აზერბაიჯანის გავლით საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეა საუბარი.
აზერბაიჯანს პრეზიდენტის განცხადებით, კომუნიკაციების გახსნა ორივე ქვეყნის ინტერესებს პასუხობს, რეგიონის დინამიურ განვითარებას შეუწყობს ხელს და განამტკიცებს უსაფრთხოებას. ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ მეზობელი ქვეყნები ხელს შეუწყობენ სატრანსპორტო დერეფნების შექმნას.
ალიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის შესახებ სამმხრივი შეთანხმების რევიზია არ მოხდება.
შეხვედრა სამი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის 4 საათს გრძელდებოდა. შეხვედრაზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას სამხედრო ტყვეების შესახებ. პაშინიანის თქმით, კვლავ დაურეგულირებული რჩება მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი
