ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
სოჩში* მიწისძვრა დაფიქსირდა და ბიძგები მთელი ქალაქ-კურორტის მცხოვრებლებმა იგრძნეს, - წერენ რუსული სააგენტოები.
სეისმოლოგების ცნობით, მაგნიტუდა 4.4 იყო, ეპიცენტრი კი სოჩიდან 27 კილომეტრში და კრასნოდარიდან 185 კილომეტრში მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე წამს გაგრძელდა, რის შედეგადაც სახლების ფანჯრები შეირყა და ჭაღები ირყეოდა.
სააგენტოების ცნობით, „ადლერში, მოსკოვის დროით დაახლოებით 15:15 საათზე, შენობაში ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა, რასაც უფრო მცირე ბიძგები მოჰყვა. ქუჩებში პანიკა არ ყოფილა და ხალხმა მშვიდად რეაგირება მოახდინა“.
პირველი მიწისძვრის შესახებ ცნობის გავრცელებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოჩში მეორედ მოხდა მიწისძვრა, ამჯერად მაგნიტუდით 4,5
* ავტორი ეყრდნობა მეცნიერ ზურაბ რატიანის ნაშრომს „წყაროთა ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო“, რომლის თანახმადაც ტოპონიმის სახელწოდება თავდაპირველად იყო სონჩ (სვანების) და შემდგომ თურქული ან რუსული ენის გავლენით გახდა სოჩი.




