სლოვაკეთის რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო tasr-ის ცნობით, ასეთი განცხადება სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა, დღეს, პარლამენტში, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„თუ დღის წესრიგში სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცება იქნება შეტანილი და იმ მომენტში მილსადენი „დრუჟბა“ არ იქნება ამოქმედებული, სანქციების პაკეტს მხარს არ დავუჭერთმ, რადგან არ გვაქვს სხვა ინსტრუმენტი, რომლითაც შევძლებთ ვაიძულოთ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკომისია აღადგინონ მილსადენი“ - განაცხადა მინისტრმა.
ბლანარმა ასევე უპასუხა კითხვებს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სესხის შესაძლო დაბლოკვასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მას არ ბლოკავს.
მან აღნიშნა, რომ სლოვაკეთმა, მსგავსად ჩეხეთისა და უნგრეთისა, თავიდანვე გადაწყვიტა, არ დაეჭირა მხარი სესხისთვის, არ ყოფილიყო სესხის გარანტორი და არ მიეღო მონაწილეობა პროცენტების გადახდაში.
„ჩვენ გამონაკლისზე შევთანხმდით და ამ მხრივ არაფერი იცვლება“, - დასძინა მან.




