ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური გამოცემა ereport-ი ავრცელებს.
ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე მთავრობამ თანხმობა გამოთქვა პარლამენტის წინადადებაზე „არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა და მხარი დაუჭირა პუბლიკაციების აქტში შესწორების პროექტს.
წინა დღით გაკეთებულ განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ეხება არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობას, შეესაბამება მოქმედი მთავრობის პოლიტიკის განცხადების მიზნებს ლობირების და არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის მიმართულებით. „ამჟამინდელი სამთავრობო კოალიციის პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე განაცხადეს 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომ აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის უფრო მაღალი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა მან.
„არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი მიზნად ისახავს რიგი ცვლილებების შეტანას. არაკომერციულ ორგანიზაცია ან ფონდი ვალდებული იქნება მოამზადოს გამჭვირვალობის ანგარიში. ასევე აუცილებელი გახდება ინფორმაციის მიწოდება იმ პირების შესახებ, რომლებმაც წლიურად შეიტანეს 5000 ევროზე მეტი წვლილი ორგანიზაციის საქმიანობაში. არასამთავრობო ორგანიზაციების ვალდებულება აგრეთვე იქნება მისი ქვემდებარე ორგანოების და ამ ორგანოთა წევრების საიდენტიფიკაციო მონაცემების გამჟღავნება.