Skynewsarabia-ს ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტმა უარყო გავრცელებული ცნობები მის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ.

სირიის პრეზიდენტმა შაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყო ცნობები დამასკოდან  წასვლის ან ამა თუ იმ ქვეყანაში ელვისებური ვიზიტის შესახებ.

„ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალება აქვეყნებს ჭორებს და ცრუ ამბებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამასკოდან წასვლის ან ამა თუ იმ ქვეყანაში ელვისებური ვიზიტების შესახებ".

პრეზიდენტი განაგრძობს მუშაობას დამასკოში და მასთან დაკავშირებული ყველა სიახლე, ქმედება და პოზიცია ჟღერდება რესპუბლიკის პრეზიდენტის ტრიბუნიდან და  სირიის ეროვნული მედიის საშუალებით, - ნათქვამია, Skynewsarabia-ს ცნობით, სირიის პრეზიდენტის განცხადებაში.