აზერბაიჯანის საინფირმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ბაქოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა.
ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ორივე ქვეყნის ეროვნული დროშები ფრიალებდა, საპატიო სტუმრის პატივსაცემად საპატიო ყარაული იყო განლაგებული.
სირიის პრეზიდენტს აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფარიზ რზაევი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან გაფართოებული შეხვედრა გამართა.
სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას, აზერბაიჯანში გარდამავალი პერიოდის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარს და სირიის მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მიქაელ ჯაბაროვმა და სირიის ენერგეტიკის მინისტრმა მოჰამედ ალ-ბაშირმა.