აშშ არ დათანხმდა ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლებას, - განუცხადა „სიბიეს ნიუსს“ აშშ-ის მაღალჩინოსანმა და უარყო მედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაცია
ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა ორმხრივი შეხვედრა გამართა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა და შეთანხმება არ არის მიღწეული.
აშშ-ის დელეგაციაში შედიან ვენსი, სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი. პაკისტანის დელეგაციაში შედიან შინაგან საქმეთა მინისტრი მოჰსინ ნაკვი და საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი იშაკ დარი.
ცნობისთვის, დაახლოებით ერთი საათის წინ, ირანულ წყაროებზე დაყრდნობით, „როიტერმა“ და სხვებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები დათანხმდა ყატარსა და სხვა ქვეყნებში არსებული ირანული სახსრების განბლოკვას.




