ამის შესახებ შვედური გამოცემა aftonbladet-ი იუწყება.
შვედეთში თვითმკვლელობის მაჩვენებელი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაიზარდა, თუმცა გასულ წელს მცირედი გაუმჯობესება შეინიშნებოდა. 2020 წლის შემდეგ პირველად, გარდაცვლილთა რიცხვი 1500-ზე ნაკლები დარჩა.
ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ეროვნული საბჭოს სიკვდილის მიზეზების რეესტრის ახალი სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს 1453 შვედმა თავი მოიკლა. ეს გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს: თვითმკვლელობის მაჩვენებელი მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში ზედიზედ იზრდებოდა.
2024 წელს თვითმკვლელობის ჩამდენთა დაახლოებით ორი მესამედი მამაკაცი იყო, რაც ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტენდენციაა.
2020 წელს 1459 შვედმა თავი მოიკლა, მომდევნო წელს კი ეს რიცხვი 1519-მდე გაიზარდა. 2022 წელს თვითმკვლელობით სიცოცხლე 1579-მა, ხოლო 2023 წელს - 1617-მა ადამიანმა დაასრულა. სტატისტიკა მოიცავს როგორც დადასტურებულ, ასევე ე.წ. გაურკვეველ თვითმკვლელობებს, სადაც თვითმკვლელობის განზრახვა გაურკვეველია.