შვედეთის თავდაცვის ძალების თანამშრომლებს სამსახურებრივ ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ.
როგორც "შვედურ რადიოს" შვედეთის შეიარაღებული ძალების სპიკერმა გუნა გრაუფელდმა განუცხადა, TikTok-ის აკრძალვის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის სადაზვერვო საფრთხეებიდან გამომდინარე მიიღეს.
შვედეთის სამხედრო მოსამსახურეებს აღარ შეუძლიათ TikTok-ის ჩამოტვირთვა, ხოლო მათ, ვისაც უკვე აქვს, უნდა წაშალოს.