შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ შვედეთი გააგრძელებს "უკრაინისთვის სწრაფი და მნიშვნელოვანი მიწოდებაში წვლილის შეტანას". ამის შესახებ კრისტენსონი Х-ზე წერს.

კრისტერსონი მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის უფრო თანამედროვე იარაღის მიწოდებასა და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის მნიშვნელოვნად გაზრდის  შესახებ.

"როგორც უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი და NATO-ელ მოკავშირეებთან ერთად, შვედეთი გააგრძელებს უკრაინისთვის სწრაფ და არსებით მიწოდებაში წვლილის შეტანას" - წერს კრისტენსონი.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაერთიანდნენ, რათა შეაჩერონ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

"დრო უმნიშვნელოვანესია. რაც უფრო მალე გავერთიანდებით ყველანი, რათა ვაიძულოთ რუსეთი დაასრულოს სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, მით უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება,", - აღნიშნავს პრემიერი.