ამის შესახებ შვედეთის საინფორმაციო სააგენტო aftonbladet იუწყება

რიკსდაგის სახელით მოქმედი მინისტრთა შრომის ანაზღაურების სამკაციანი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის ყოველთვიური ხელფასი 7 000 შვედური კრონით მოიმატებს და 191 000 შვედური კრონი (~18 145  დოლარი) გახდება.

ამავე საბჭოს გადაწყვეტილებით, მინისტრთა ხელფასები 5 500 შვედური კრონით მოიმატებს და 151 000 შვედური კრონი გახდება. 


მინისტრთა ხელფასების წინა ცვლილებით, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და 1 ივლისამდეა ძალაში, შვედეთის პრემიერ-მინისტრის ხელფასი 4000 შვედური კრონით (180 000-იდან 184 000-მდე) გაიზარდა, მინისტრების კი 3000 შვედური კრონით (142 000-იდან 145 000-მდე).