შვედეთი პოლონეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს განათავსებს. გადაწყვეტილება მიღებულია პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში მდებარე NATO-ს ლოგისტიკური ჰაბის დასაცავად, საიდანაც უკრაინისთვის შეიარაღებისა და სამოქალაქო დახმარების მიწოდება ხორციელდება — ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა.
გარდა ამისა, შვედეთი ჟეშუვში ჰალმსტადში დისლოცირებული საჰაერო თავდაცვის დანაყოფიდან 100-მდე სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის. შვედური კონტინგენტი დეკემბრის დასაწყისში ჩავა და იმ ამოცანებს გადაიბარებს, რომლებსაც მანამდე ნიდერლანდები ასრულებდა — განაცხადეს შვედეთის შეიარაღებულ ძალებში.
ამრიგად, სტოკჰოლმი თავის წვლილს შეიტანს რუსეთის აგრესიისგან თავდაცული უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო მხარდაჭერის უზრუნველყოფაში — განაცხადა პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ სტენერგარდმა. Patriot-ის რამდენი გამშვები დანადგარი გაიგზავნება პოლონეთში კონკრეტულად, არ დაზუსტებულა.
2025 წელს შვედეთმა დაიწყო გამანადგურებელ Gripen-ების გაგზავნა პოლონეთის საჰაერო სივრცის პატრულირების NATO-ს მისიაში მონაწილეობის მისაღებად. გასულ კვირას, საჰაერო სივრცის პატრულირების NATO-ს მისიაში ჩასართავად. სტოკჰოლმის ხელისუფლებამ პოლონეთში Gripen-ების გადასროლის შესახებ გამოაცხადა.




