შრი-ლანკის სანაპიროს მახლობლად აშშ-მ წყალქვეშა ნავიდან ტორპედოს გასროლით ირანის საზღვაო ძალების ფრეგატი IRIS Dena ჩაძირა. ამის შესახებ აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა, განაცხადა.
შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გემზე 180 პირი იმყოფებოდა. ფრეგატი ბენგალის ყურეში 18-25 თებერვალს გამართულ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობდა.
შრი-ლანკის ფლოტის სპიკერის თქმით, გადაარჩინეს 32 პირი, რომლებსაც ახლა მკურნალობენ. შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, გემის ჩაძირვას, სულ მცირე, 80 ადამიანი ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, იძებნება 100-ზე მეტი ადამიანი.
ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-მ გემი ტორპედოთი ჩაძირა.
IRIS Dena შეიარაღებული იყო მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით, მიწა-ჰაერისა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით, ასევე ტორპედოებით და შეეძლო ვერტმფრენების გადატანაც.








