შეერთებულმა შტატებმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დეპარტამენტის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ სასანქციო სიაში დამატებით 16 ფიზიკური და 10 იურიდიული პირი შეიყვანა.

სასანქციო სიაში მოხვდნენ ბანკები, სავალუტო კომპანიები და ბიზნესები ირანში, ერაყსა და ჰონგ კონგში.

დასანქცირებულთა შორის არიან ირანში არსებული Chabahar International Bank Overseas Company და Jazireh International Bank, ასევე ერაყში დაფუძნებული საერთაშორისო განვითარების საინვესტიციო და საფინანსო ბანკი.

სახაზინო დეპარტამენტმა ასევე მოუწოდა ინტერამერიკული განვითარების ბანკს (IDB), ირანთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე ლიცენზიები შეაჩეროს.