უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იერიში სცადა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„კიევის რეჟიმის სახელმწიფო ტერორის პოლიტიკის საბოლოო ტრანსფორმაციის გათვალისწინებით, მოსკოვის მოლაპარაკების პოზიცია გადაიხედება“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, 28-29 დეკემბერს კიევმა პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმა 91 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსულმა მხარემ ყველა დრონი გაანადგურა.







