ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „გარდიანი“ იუწყება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგების შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ასეთი წინადადება „მიუღებელია“.
„პრეზიდენტი ტრამპი იყო პირველი დასავლელი ლიდერი, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის ნატოში შეყვანა იყო ერთ-ერთი მთავარი <მიზეზი> იმის, რაც მოხდა და ბაიდენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა. ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს არასდროს მოხდებოდა.
პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს გაფართოება და ნატოს მიერ უკრაინის შთანთქმა პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას და ჩვენს სუვერენიტეტს.
და დღეს ჩვენ განვმარტეთ, რომ რაგინდ დროშის ქვეშ ნატოს ქვეყნების შეიარაღებული ძალების გამოჩენა, ევროპის დროშის ქვეშ ან დროშების ქვეშ, არაფერს ცვლის.
რა თქმა უნდა, ეს სრულიად მიუღებელია“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.