რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისთვის ტერიტორიულ დათმობებზე საუბარი გამორიცხულია.

„შეხედეთ, როგორ სისასტიკეებს სჩადიან ისინი. თქვენ გინდათ, რომ დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებზე რამე ფიქრი იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ კიდევ რა ტერიტორიების დათმობა არის შესაძლებელი? როგორ დავთმოთ? რუსი ხალხით თუ ხალხის გარეშე? მხოლოდ იშვიათი მეტალებით?“ – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, ტერიტორიული დათმობები იმისთვის, რასაც ახლა უკრაინა ჰქვია, საბჭოთა ხელმძღვანელობამ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს გააკეთა.

თარგმანი: პირველი არხი