რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, გრენლანდიის მილიტარიზაციის შემთხვევაში, რუსეთი მიიღებს "ადეკვატურ საპასუხო ზომებს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათისას".
"რა თქმა უნდა, გრენლანდიის მილიტარიზაციის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო პოტენციალის შექმნისას, ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ საპასუხო ზომებს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათისას", - აღნიშნა ლავროვმა.
ამას გარდა, ლავროვმა აღნიშნა, რომ გრენლანდიის თემა ამ ეტაპზე "პირდაპირ არ ეხება რუსეთს და რომ აშშ-მ, დანიამ და გრენლანდიამ თავად უნდა გაარკვიონ ეს საკითხი".
"მიუხედავად ამისა, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ არქტიკა უნდა დარჩეს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზონად", - განაცხადა მან.








