რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთან ეკონომიკური კავშირებში "ნათელ მომავალს" ვერ ხედავს.

"ეკონომიკურ ასპარეზზე ამერიკელებმა, ფაქტობრივად, დაისახეს ეკონომიკური დომინირების ამოცანა. ამიტომ აქ, გარდა იმისა, რომ მათ თითქოს უკრაინის საკითხზე რაღაც შემოგვთავაზეს და ჩვენ მზად ვიყავით, ახლა კი თავად აღარ არიან მზად, ემატება ისიც, რომ ეკონომიკის სფეროში ნათელ მომავალს საერთოდ ვერ ვხედავთ", - განაცხადა ლავროვმა TV Brics-თან ინტერვიუში.

"აშშ-ს თვითმიზანი მსოფლიო ეკონომიკაში დომინირებაა, ამ მიზანს კი აღწევს ფართო სპექტრის იძულებითი ზომებით, რომლებიც არ ჯდება სამართლიანი კონკურენციის ჩარჩოებში: ტარიფები, სანქციები, პირდაპირი აკრძალვები", - დაამატა მან.

ლავროვის თქმით, ამერიკელები ქმნიან "ხელოვნურ ბარიერებს,", რის შედეგადაც რუსეთი "იძულებული ხდება", მოძებნოს დამატებითი, უსაფრთხო გზები ჩვენი ფინანსური, ეკონომიკური, ინტეგრაციული, ლოგისტიკური და სხვა პროექტების განვითარებისთვის BRICS-ის ქვეყნებთან ერთად".