აშშ-ის კონგრესის „დემოკრატი“ სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს.
„საქმე ეხება უკრაინას და რუსეთზე ზეწოლის შესაძლებლობას, რათა ეს ომი ამერიკისა და დასავლეთისთვის სასარგებლო იყოს. ეს პირდაპირ კავშირშია ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებასთან, რადგან თუ რუსეთი ამ ომს მოიგებს, ეს ვლადიმერ პუტინს ნატოს წევრ ქვეყანაში შეჭრის კარტ-ბლანშს მისცემს. ეს გააძლიერებს სი ძინპინს. ეს არ არის კარგი არც ჩვენი მოკავშირეებისთვის და არც მოწინააღმდეგეებისთვის“, - განაცხადა შაჰინმა Fox News-თან ინტერვიუში.
The war in Ukraine has real implications for U.S. national security.
— Sen. Jeanne Shaheen (@SenatorShaheen) May 26, 2026
If Russia wins that war, Vladimir Putin will feel he has the green light to attack a NATO Ally, and President Xi will feel emboldened to move on Taiwan. pic.twitter.com/AVbLbxuxEl






