აშშ-ის სენატორთა ჯგუფი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაში უკრაინა და ევროპა აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ. ამის შესახებ სენატორებმა ჯინ შაჰინმა, თომ ტილისმა და მაიკლ ბენეტმა კიევში ვიზიტისას განაცხადეს.
„კონგრესში უკრაინის მხარდამჭერი ორპარტიული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ჩვენ ვერ ვნახავთ ამ ომის ვერანაირ მოლაპარაკებულ დასასრულს, თუ არ იქნება უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, რომლებიც ხალხს დაამშვიდებს. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 2014 წელს, როდესაც რუსეთი შემოვიდა და ჩვენ საკმარისად მკაცრები არ ვიყავით“, – განაცხადა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.
ცნობისთვის, 18 თებერვალს აშშ-ის და რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები საუდის არაბეთში შეხვდებიან ერთმანეთს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებოდა, საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებები უარყოფითად შეაფასა.
თარგმანი: პირველი არხი