საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.








