შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი საბაჟო ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა.
დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, შეერთებული შტატებში იმპორტირებულ ყველა საქონელზე ახალი საბაჟო ტარიფები დაწესდა.
საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა საქონელიც შეერთებული შტატების მიერ დაწესებული მინიმალური საბაზისო ტარიფით, 10%-ით დაიბეგრება.
10%-იანი საბაჟო ტარიფი იმოქმედებს აგრეთვე აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, სომხეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ყირგიზეთიდან და კიდევ დაახლოებით 50 ქვეყნიდან (ტერიტორიიდან) შეერთებული შტატებში შეტანილ საქონელზე.
10-ზე მეტით და თითოეული ამ ქვეყნის მიერ ამერიკული საქონლისთვის დაწესებული საბაჟო ტარიფის ნახევრის ოდენობის შესაბამისი ტარიფით დაიბეგრება შეერთებულ შტატებში შემდეგი ქვეყნებიდან შეტანილი საქონელი შემდეგ ქვეყნებიდან გაუტოლდება და 20%-მდე ტარიფით დაიბეგრება შეერთებულ შტატებში შემდეგი ქვეყნებიდან შეტანილი საქონელი:
კამერუნი - 11%
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 11%
ეკვატორული გვინეა 13%
ნიგერია 14%
ვენესუელა 15%
ნორვეგია 15%
მოზამბიკი 16%
ზამბია 17%
ისრაელი 17%
ფილიპინები 17%
მალავი 17%
ზიმბაბვე 18%
ნიკარაგუა 18%
ყველა სხვა ქვეყნიდან შეტანილ საქონელზე 20%-ის და მეტი ოდენობის საბაჟო ტარიფები დაწესდა.