შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი საბაჟო ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა.
დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, შეერთებული შტატებში იმპორტირებულ ყველა საქონელზე ახალი საბაჟო ტარიფები დაწესდა.
შეერთებული შტატებში იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფი 25% იქნება და იგი ძალაში 3 აპრილს, თბილისის დროით 20:01 საათზე შევა.
ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი საბაჟო ტარიფი 3 მაისიდან ამოქმედდება.
დაახლოებით 60 ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო ტარიფები თითოეული ამ ქვეყნის მიერ ამერიკული საქონლისთვის დაწესებული საბაჟო ტარიფის ნახევარს გაუტოლდება. ტარიფები ძალაში 9 აპრილს, თბილისის დროით 20.01 საათიდან შევა.
5 აპრილის 20:01 საათიდან (თბილისის დროით) ტარიფები 10% გახდება სხვა ქვეყნებისთვის.
ტრამპის ბრძანების თანახმად, დიდი ბრიტანეთიდან იმპორტირებული ყველა სახის საქონელი 10%-ით დაიბეგრება, ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებული კი 20%-ით.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ქვეყნის მიერ ამერიკულ საქონელზე დაწესებული საბაჟო ტარიფი და შეერთებული შტატების მიერ ამ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული საპასუხო ტარიფების სიდიდეები ასეთია:
ლესოთო 99% - 50%
სენ-პიერი და მიკელონი 99% - 50%
კამბოჯა 97% - 49%
ლაოსი 95% - 48%
მადაგასკარი 93% - 47%
ვიეტნამი 90%- 46%
მიანმარი 88% - 44%
ფოლკლენდის კუნძულები 82% - 41%
სირია 81% - 41%
მავრიკი 80% - 40%
ერაყი 78% - 39%
გაიანა 76% - 38%
სერბეთი 74% - 37%
ბანგლადეში 74% - 37%
ლიხტენშტაინი 73% - 37%
კუნძული რეუნიონი 73% - 37%
ტაილანდი 72% - 36%
ბოსნია და ჰერცეგოვინა 70% - 35%
ჩინეთი 67% - 34%
ტაივანი 64% - 32%
ინდონეზია 64% - 32%
ანგოლა 63% - 32%
ფიჯი 63% - 31%
ლიბია 61% - 31%
მოლდოვა 61% - 31%
შვეიცარია 61% - 31%
სამხრეთ აფრიკა 60% - 30%
ალჟირი 59% - 30%
ნაურუ 59% - 30%
კუნძული ნორფოლკი 58% - 29%
პაკისტანი 58% - 29%
ტუნისი 55% - 28%
ყაზახეთი 54% - 27%
ინდოეთი 52% - 26%
სამხრეთ კორეა 50% - 25%
ბრუნეი 47% - 24%
მალაიზია 47% - 24%
იაპონია 46% - 24%
ვანუატუ 44% - 22%
ნამიბია 42% - 21%
კოტ-დ'ივუარი 41% - 21%
იორდანია 40% - 20%