ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა სააგენტო „ფონტანკამ" გაავრცელა.

„ფონტანკას" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სანკტ-პეტერბურგში, „ვაგნერის" ოფისთან ახლოს, იპოვეს „გაზელის" მარკის მიკროავტობუსი, რომელშიც ფულით სავსე ყუთები იყო. თანხის მთლიანმა მოცულობა დაახლოებით 4 მილიარდი რუბლი შეადგინა.   

მომხდართან დაკავშირებით ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის საკუთრებაში არა მხოლოდ ერთი გაზელი, არამედ ორი ავტობუსიც იყო და მათში ინახებოდა ხელფასებისთვის და სხვადასხვა სახის კომპენსაციებისთვის გამოყოფილი თანხა. არსებობის ათი წლის მანძილზე „ვაგნერი“ მხოლოდ ნაღდ ფულით აწარმოებდა ანგარიშსწორებას, ეს ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული და მის დაცვას მე პირადად, ყურადღებით ვადევნებდი თვალს. 

„როცა აფრიკაში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში ვმუშაობდით, როცა ამერიკას კოშმარს ვუწყობდით,  მაშინ ყველას აწყობდა ნაღდი ფული, ახლა კი ჩხრეკა ჩაატარეს. არაფერი საშინელება არ მომხდარა - იქ ნამდვილად იყო ნაღდი ფული", - აცხადებს ევგენი პრიგოჟინი.