მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობა".

"ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოდან მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი სურათებით, რომელიც აჩვენებს ჯანმრთელობის მძიმე გაუარესებას ციხეში ყოფნის პერიოდში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტად დააყენოს მისი კეთილდღეობა და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ", - წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება სთხოვა.

"სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეეწყვიტა ეს შეურაცხყოფა და შეთანხმებულიყო სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უკრაინასთან კოორდინაციით ასევე შემოგვთავაზეს დახმარების ვარიანტები. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს უკრაინაში საქართველოს ელჩი, გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვო მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას საჭირო მკურნალობისთვის. და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია, არ დააიგნორონ და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება", – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.