სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კაია კალასს ესაუბრა - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება.
სახდეპის ცნობით, რუბიო ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას მიესალმება.
ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სახელმწიფო მდივანმა ევროპას მოუწოდა, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და ხაზი გაუსვა ჩინეთის გამოწვევებს.
"მდივანმა რუბიომ ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას, მოუწოდა ევროპას, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და ხაზი გაუსვა ჩინეთის გამოწვევებს. მდივანი მიესალმა ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. მდივანმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა განიხილეს აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების გზები და საერთო პრიორიტეტები" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა.