საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გამართული საპროტესტო აქციის დროს, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად, ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
ამის შესახებ საფრანგეთის დეპარტამენტის, ოტ-გარონის პრეფექტურამ განაცხადა.
„ამ ეტაპზე გარემოებები უცნობია. მომხდარის გასარკვევად გამოძიება ჩატარდება“, – განაცხადეს პრეფექტურაში.
როგორც ფრანგული მედია წერს, დაშავებულ მამაკაცს მარჯვენა ხელის მძიმე დაზიანება და რამდენიმე თითი მოგლეჯილი ჰქონდა.
Manifestation à Toulouse: une dispersion des manifestants vient d'avoir lieu, des tirs de gaz lacrymogènes ont eu lieu sur la foule https://t.co/6AhHnKTxh6
— BFM (@BFMTV) October 24, 2026








