ანჟეში ყინულზე ფიგურული სრიალის ოსტატები საფრანგეთის გრან-პრიზე ასპარეზობენ.
ყინულზე რიტმულ ცეკვაში მეორე ადგილზე მყოფმა დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა თავისუფალლ ცეკვაში ასევე მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ორი დისციპლინის ჯამში საფრანგეთის გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 
დღეს ასპარეზობაში წყვილები და კაცები ჩაებნენ, საქართველოს კაცებში წარმომადგენელი არ ჰყავს, წყვილებში კი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე არიან.
დღესვე ასპარეზობას დაასრულებენ ქალები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვას მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილი უკავია.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




