საფრანგეთის ქალაქ შელში ადგილობრივ არჩეულ პირზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

მოსეს პროკურატურის განცხადებით, გამოძიება „საჯარო უფლებამოსილების მქონე პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით მიმდინარეობს.

თავდასხმა საშუალო სკოლის წინ მოხდა. ბენზინით სავსე ბოთლი მერის მოადგილესა და რეგიონული საბჭოს წევრს მოხვდა. მან საჩივარი დღეს დილით შეიტანა.

პროკურორის ინფორმაციით, დაკავებულია ამავე სკოლის 15-დან 17 წლამდე ასაკის სამი მოსწავლე. ისინი სხვა სამართალდარღვევებთან დაკავშირებით არიან დაკავებული.

„გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს, ვინ ჩაიდინა ეს ქმედება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თავდასხმის უშუალო შემსრულებელი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის და გამოძიება გრძელდება.

მერის მოადგილესა და ილ-დე-ფრანსის რეგიონული საბჭოს წევრს ბენზინიანი ბოთლი იმ დროს მოხვდა, როცა ის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნების დაწვის შეჩერებას ცდილობდა.