37 წლის სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში ტედი რინერმა 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა.
სპორტსმენმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია Le Parisien-თან ინტერვიუში დაადასტურა.
რინერის განმარტებით, ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიზანიც "ფრანგების გაერთიანებაა".
"საფრანგეთი, რომელიც გვინდა" - ამ სახელწოდებით რინერმა საკუთარი წინასაარჩევნო ვებგვერდი უკვე გაააქტიურა და მსურველებს მოუწოდებს შეუერთდნენ მას წინასაარჩევნო ბრძოლაში.
ტედი რინერის განცხადებით, ის არც მემარცხენე და არც მემარჯვენე პოლიტიკოსია, ის მიზნად ისახავს გახდეს "გამაერთიანებელი პრეზიდენტი".




