ამის შესახებ ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.

დღეს, დილით, ელზასში, ქალაქ ლაფორჟში, თერაპიული, საგანმანათლებლო და პედაგოგიური ინსტიტუტის კუთვნილ შენობაში, სადაც ქალაქ ნანსიდან ჩასული შშმ პირები დასასვენებლად იმყოფებოდნენ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 6:30 ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის ადგილზე სწრაფად მივიდა ოთხი სახანძრო მანქანა, ოთხი სასწრაფო დახმარების მანქანა, 76 მეხანძრე და 40 ჟანდარმი, თუმცა ცეცხლი იმდენად სწრაფად მოედი შენობის პირველ სართულს, რომ  იქ მყოფ პირთაგან მხოლოდ 17-ის ევაკუირება მოხერხდა, არანაკლებ 11 პირი კი ცეცხლმოდებულ შენობაში დარჩა.

გარკვეული ხნის შემდეგ დრონმა სამი გვამი აღმოაჩინა, ახლახან გავრცელებული ინფორმაციით კი მეხანძრეებმა კიდევ ექვსი ცხედარი ნახეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ტვიტერზე სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და იქვე მადლობა გადაუხადა სავარიო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს