ისტორიული და უპრეცედენტო დავა სტრასბურგის სასამართლოში - 104 წლის მამაკაცი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საფრანგეთიდან გერმანიაში იძულებით სამუშაოდ გაგზავნეს, ფრანგული სახელმწიფოსგან კომპენსაციას ითხოვს. მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (CEDH) უკვე მიმართა.

საქმე ეხება STO-ს (Service du travail obligatoire — სავალდებულო შრომითი სამსახური) პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში, ათასობით ფრანგი იძულებით გაგზავნეს მესამე რაიხის სამხედრო ქარხნებში სამუშაოდ. მოსარჩელე, რომელიც დღეს 104 წლისაა, გერმანიაში 1943 წლიდან 1945 წლამდე იმყოფებოდა.

მამაკაცი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის სახელმწიფომ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები და ვალდებულია აუნაზღაუროს იძულებითი შრომით მიყენებული ზიანი. ის კომპენსაციის სახით 43 200 ევროს ითხოვს. „საფრანგეთს ჩემი ვალი მართებს“, - აცხადებს 104 წლის მომჩივანი, რომელიც ათწლეულების შემდეგაც იბრძვის სამართლიანობის აღსადგენად.

მას შემდეგ, რაც ფრანგულმა სასამართლოებმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, საქმემ სტრასბურგში გადაინაცვლა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიეს სარჩელი, შესაძლოა, მნიშვნელოვან პრეცედენტად იქცეს სხვა გადარჩენილი მსხვერპლთათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.