საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა.
ფრანგული პრესის თანახმად, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ეროვნული გაერთიანება" ხმების 33,2% მიიღო (2022 წელს მას ხმების 18,7% ჰქონდა). მეორე ტურში არსებული სიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში, „ეროვნული გაერთიანებამ" 577 მანდატიდან 260-იდან 310-მდე მანდატი შეიძლება მოიპოვოს. აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად 289 მანდატია საჭირო.
მეორე ადგილს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი" იკავებს. მან ხმების 28,1% მიიღო (2022 წელს 25,6%), რაც დაახლოებით 115-145 მანდატს უდრის.
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსს ხმების 21% აქვს (2022 წელს 25,7%).
ამ მონაცემებით მაკრონის ალიანსს 60-იდან 90-მდე დეპუტატი ეყოლება.
მეოთხე ადგილზე გასულმა რესპუბლიკელებმა ხმების 10,0% (2022 წელს 11,3%) მიიღეს.