160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას ევროპისთვის საფრთხის შემცველად აღიქვამს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ჟან-ნოელ ბარო აღნიშნავს, რომ "საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად" უნდა მოემზადონ.

"დღეს ვლადიმერ პუტინმა 160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ გამოაცხადა. ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში სამხედრო მობილიზაციის ყველაზე მასშტაბური კამპანიაა. მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ და საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მოვემზადოთ", - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.