საფრანგეთში საპროტესტო აქციების შედეგად 24 სკოლა დაიწვა და დაზიანდა,- ამის შესახებ საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ედუარ ჟეფრიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში ძალადობისა და ვანდალიზმის მრავალი ინციდენტი დაფიქსირდა.

ჟეფრიმ ასევე განაცხადა, რომ დემონსტრაციების გამო ქვეყნის მასშტაბით 400-დან 500-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად ან ნაწილობრივ დაიხურა. მისივე თქმით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან განათლების სფეროს 78 თანამშრომელი დაშავდა.

ცნობისთვის, საფრანგეთში მასწავლებლების დეფიციტისა და სკოლების შენობებში არასათანადო მდგომარეობის გამო გამართული საპროტესტო აქციები გასულ თვეში პარიზში დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით გავრცელების შემდეგ სულ უფრო ძალადობრივი გახდა. დაპირისპირების დროს ათობით ადამიანი დაშავდა, პოლიციამ კი ასობით პირი დააკავა.

2 ოქტომბერს, საშუალო სკოლის მოსწავლეების პროტესტის ფონზე, ასობით სკოლა დაიხურა. დემონსტრანტები აქციების განახლებას სამშაბათს, 6 ოქტომბერს გეგმავენ.