საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას მხარი დაუჭირა და ახალი კანონპროექტი დაამტკიცა.
ეროვნულ ასამბლეაში კანონპროექტი ორშაბათს წარადგინეს და მას 116-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
როგორც გამოცემა Reuters წერს, ასამბლეამ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ონლაინ ბულინგისა და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მზარდი რისკებისგან გამომდინარე შეშფოთებიდან მიიღო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალური მედია ახალგაზრდებში ძალადობის ერთ-ერთ დამნაშავე ფაქტორად მოიხსენია და საფრანგეთს მოუწოდა, ავსტრალიისთვის მიებაძათ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 16 წელს ქვემოთ მყოფი მოზარდებისთვის სოციალურ მედია პლატფორმებზე (Facebook, Snapchat, Tik-tok, Youtube) წვდომა შეზღუდა.



