მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ხუთშაბათს საღამოს გასამართი საფრანგეთი-მაროკოს მატჩის წინ, მაროკოს მხარე მსაჯებზე ზეწოლას იწყებს და ძველ საფეხბურთო დაპირისპირებას იხსენებს.
“იმედი მაქვს, მსაჯები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან“, - განაცხადა მაროკოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა.
მაროკოელებს კარგად ახსოვთ ოთხი წლის წინ, კატარის მუნდიალის ნახევარფინალში საფრანგეთთან განცდილი მარცხი.
მათი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი მაშინდელი არბიტრი სესარ რამოსი იყო. მაროკოს ფეხბურთის ფედერაციამ (FRMF) მიიჩნია, რომ მსაჯმა მათ გუნდს ორი „უდავო პენალტი“ არ დაუნიშნა და მაშინვე ოფიციალურად გაასაჩივრა არბიტრაჟი შესაბამის სტრუქტურებში.
მიუხედავად იმისა, რომ მაროკოს ნაკრები მიმდინარე ტურნირზე ფრანგების მიერ ნაჩვენები კარგი თამაშის ფონზე თავდაჯერებას ინარჩუნებს, წარსულის მწარე გამოცდილების გამო, ისინი მსაჯების ფაქტორს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რამაც მატჩის წინ დაძაბულობა პიკამდე აიყვანა.









