მიუხედავად იმისა, რომ მას მამის სამშობლოში, მაროკოს ნაკრებში თამაშიც შეეძლო, ლამინ იამალმა საბოლოოდ არჩევანი ესპანეთზე შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებამ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 

აღნიშნულ თემას გამოცემა Onze Mondial-თან ინტერვიუში მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ფუზი ლეკჯა კიდევ ერთხელ დაუბრუნდა და საკმაოდ უცნაური კომენტარი გააკეთა.

18 წლის ლამინ იამალი ესპანეთის ნაკრების მთავარი ვარსკვლავია, რომელიც მუნდიალის ერთ-ერთ  ფავორიტად მიიჩნევა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა „ფურია როხას“ რიგებში ბრწყინვალედ იასპარეზა პორტუგალიასთან მატჩში, სადაც გუნდმა მინიმალური ანგარიშით (1:0) გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა.
არადა, ბარსელონას გარეუბანში დაბადებული უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები გაიარა, სერიოზულად განიხილავდა მაროკოს ეროვნულ გუნდში თამაშსაც.