2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, ატლანტაში, ერთმანეთს ლიონელ მესის არგენტინა და მოჰამედ სალაჰის ეგვიპტე უპირისპირდებიან.
მატჩი მეოთხედფინალის ბოლოდან წინა საგზურის მოსაპოვებლად მიმდინარეობს.
არგენტინის ნაკრებისთვის შეხვედრის პირველი ნახევარი კოშმარული აღმოჩნდა. მატჩის პირველ 15 წუთში ეგვიპტის ნაკრებმა ლოგიკურ უპირატესობას მიაღწია და იასერ იბრაჰიმის გოლით ანგარიში გახსნა.
გაშვებული გოლის შემდეგ არგენტინელები გააქტიურდნენ, თუმცა გუნდის კაპიტანს, ლიონელ მესის, დღეს იღბალმა ზურგი შეაქცია. მან 21-ე წუთზე პენალტი გააფუჭა. ეს უკვე მისი მეორე გაფუჭებული პენალტია ამ მსოფლიო ჩემპიონატზე.
არგენტინელთა წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგვიპტელთა მეკარე მოსტაფა შობეირია, რომელიც, სპორტული მიმომხილველების შეფასებით, კარიერის საუკეთესო მატჩს ატარებს და უმძიმეს ბურთებს იგერიებს.








