საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA) სოციალურ ქსელში წერს, რომ   "ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, გუშინდელი თავდასხმის შედეგად ირანში, ისპაანის ბირთვულ ობიექტზე 4 კრიტიკულად მნიშვნელოვანი შენობა დაზიანდა, მათ შორის ურანის გადამუშავების ობიექტი და საწვავის ფირფიტების დამამზადებელი ქარხანა.

„ნათანზის მსგავსად, სადგურის გარეთ რადიაციის ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.