ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ნორისის ოჯახმა მისი გარდაცვალება პარასკევს განცხადებაში დაადასტურა.
„მსოფლიოსთვის ის იყო საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, მსახიობი და ძალის სიმბოლო. ჩვენთვის ის იყო ერთგული ქმარი, მოსიყვარულე მამა და ბაბუა, წარმოუდგენელი ძმა და ჩვენი ოჯახის გული“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნორისის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი როლი იყო სერიალში „უოკერი, ტეხასელი რეინჯერი“.
ნორისს შავი ქამრები ჰქონდა ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში, ტანსუდოში და ტაეკვონდოში და ასევე წვრთნიდა ცნობილ ადამიანებს.
განცხადებაში ასევე დადასტურდა ინფორმაცია, რომ ნორისი ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახი გარდაცვალების მიზეზს საიდუმლოდ ინახავს.




