ასეთი განცხადება „სამართლიანობის და განვითარების პარტიის" სტამბოლის ორგანიზაციის საზეიმო ღონისძიებაში ვიდეოკენფერენციის რეჟიმში ჩართულმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.  

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყურბან-ბაირამის ზეიმის დღეებში მუსლიმთა გულები მშვიდობასა და განსვენებას პოვებენ და მსოფლიო 2 მილიარდი მუსლიმი ამ დროს მშვიდ სულიერ გარემოში იმყოფება, პოლიციის დაცვის ქვეშ მყოფი ისლამის და კაცობრიობის მტრები კი ამ სიმშვიდის დარღვევას, მისთვის ჩრდილის მიყენებას  ცდილობენ.

შვედეთში, ჩვენ წმინდა წიგნზე, ყურანზე სამარცხვინო თავდასხმა ერთ-ერთი ასეთი პროვოკაცია იყო. ამ დანაშაულის ჩამდენის აზრის თავისუფლების საფარქვეშ მომქცევებმა და აგრეთვე მათ, ვინ ხუჭავს თვალებს ამ მდაბლურ საქციელზე, უნდა იცოდნენ, რომ ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზნებს. მინდა ყველამ იცოდეს, რომ თურქეთი როგორც სახელმწიფო, არასდროს მოიხრის ქედს პოლიტიკური პროვოკაციებისა და პოლიტიკური მუქარების წინაშე.  ჩვენ გაბედულად გამოვხატავთ ჩვენ რეაქციებს, სანამ ტერორისტულ ორგანიზაციებს და ისლამის მტრებს ვებრძვით. საბოლოოდ, ჩვენ ვასწავლით დასავლელ ამპარტავნებს, რომ „მუსლიმთა სიწმინდეების შეურაცხყოფა არ არის აზრის თავისუფლება", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სტოკჰოლმში, შეგახსენებთ, რომ დღეს, სტოკჰოლმში, მეჩეთის წინ, 37 წლის ერაყელმა სავან მომიკამ ყურანიდან ამოხეული ფურცლებით ფეხსაცმელი გაიწმინდა, შემდეგ კი ყურანის ფურცლებს შორის ბეკონი მოაქცია და ცეცხლი წაუკიდა.