საბერძნეთში საჯარო და კერძო სექტორის ათასობით თანამშრომლის გაფიცვამ ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია.
ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ხელფასების ზრდასა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გაფიცვას მეზღვაურები, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების თანამშრომლები შეუერთდნენ. აღნიშნულმა დედაქალაქ ათენში დილისა და საღამოს მეტროს მომსახურება შეაჩერა. ამასთან, რეგიონულ აეროპორტებში რეისები შეფერხდა.
საბერძნეთის უდიდესი საჯარო სექტორის პროფკავშირის, ADEDY-ის მიერ ორგანიზებული აქციის მოთხოვნათა შორისაა ჯანდაცვისთვის და განათლებისთვის ხარჯების გაზრდა.
საბერძნეთის პოლიციის ცნობით, ათენში 15 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მონაწილეთა შორის მასწავლებლები, სტუდენტები და ექიმები იყვნენ. მათ ხელში ბანერები წარწერით, „საკმარისია!“ ეჭირათ.










