საბერძნეთის ხელისუფლება ახალი ტურისტული სეზონის გასახსნელად ემზადება, მაშინაც კი, თუკი საკმარისი მხარდაჭერა ან დამტკიცება არ ექნება ევროკავშირის დონეზე, იუწყება Euronews.
ქვეყანა უკვე აპრილში დაიწყებს დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მაცხოვრებელთა კარანტინის გარეშე მიღებას. 14 მაისიდან იგეგმება იმ ქვეყნების ჩამონათვალის გაფართოება, რომელთა მოქალაქეებს საბერძნეთში შესვლის უფლება ექნებათ. საბერძნეთის ტურიზმის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არის საჭირო. ტურისტებს უნდა ჰქონდეთ PCR ტესტის უარყოფითი შედეგი. საბერძნეთის ტურიზმის ინდუსტრიის მუშაკები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან პანდემიასთან დაკავშირებით სანიტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.