2027 წლის ზაფხულში ავიაბილეთების ფასები შესაძლოა, 10-20%-ით გაიზარდოს, თუ ნავთობის ღირებულება მიმდინარე მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება — მიიჩნევს Ryanair-ის ჯგუფის გენერალური დირექტორი მაიკლ ო'ლირი.

ავიაკომპანია არ დააწესებს საწვავის დანამატებს, თუმცა მისმა კონკურენტებმა შესაძლოა, გადადგან ეს ნაბიჯი და საწვავის გაძვირებით გამოწვეული დამატებითი ხარჯები მგზავრებს დააკისრონ, განაცხადა ო'ლირიმ.

"ავიაკომპანიების უმრავლესობამ რისკები 2026 წლის ზაფხულამდე დააზღვია, რისი წყალობითაც შევძელით ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის დარტყმის შემსუბუქება", — აღნიშნა მან. ამასთან, მომავალ ზაფხულს ავიაგადამყვანებს მოუწევთ ხარჯების მომხმარებლებზე დაკისრება, დარწმუნებულია იგი.

ო'ლირის აზრით, ფასების ზრდა გამოიწვევს შემდგომ შერწყმებს ავიაგადაზიდვების დარგში. "ვიმედოვნებ, რომ საავიაციო ნავთის ფასები მომავალ წელს უფრო სწრაფად გაიზრდება, რადგან ეს დააჩქარებს სხვა ავიაკომპანიების გაკოტრების პროცესს", — მიუთითა მან. ამჟამად ზარალზე მომუშავე ავიაგადამყვანების გაკოტრება "დააჩქარებს ევროპული ბაზრის კონსოლიდაციას ოთხი მსხვილი მოთამაშის — British Airways-ის, Lufthansa-ს, Air France-ისა და Ryanair-ის ირგვლივ".