3 აპრილის მდგომარეობით, რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 538 ბავშვი დაიღუპა, 1 280-ზე მეტი დაშავდა, – იტყობინება უკრაინის გენერალური პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში:

დონეცკის რეგიონში - 524;

ხარკოვის ოლქში - 344;

კიევის ოლქში - 149;

ჩერნიგოვის ოლქში - 72;

ლუგანსკის ოლქში - 67;

ნიკოლაევის ოლქში - 103;

ხერსონის ოლქში - 149;

ზაპოროჟიეს ოლქში - 100;

დნეპროპეტროვსკის ოლქში -130.

აღნიშნული მონაცემები სრული არ არის, რადგან, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.